პროექტი


  1. პროექტის სახელწოდება: ,,ჩვენი ენა ქართული"
  2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: 14 აპრილს არის ქართული ენის დაცვის დღე. ამიტომ გადავწყვიტეთ, ქართული ენისთვისთვის მიგვეძღვნა პროექტი.
  3. პროექტის აქტუალობა: ყველა ქართველისთვის აუცილებელია მოუფრთხილდეს მშობლიურ ენას, იმეტყველოს გამართულად   და დაიცვას მისი სიწმინდე. მივცეთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მაგალითი და დავაფიქროთ/დავაინტერესოთ ისინი იმეტყველონ გამართულად. გავარჩიოთ ერთმანეთისგან ბარბარიზმები, ჟარგონები, ნეოლოგიზმები, იციან სხადასხვა  მწერლების შემოქმედება-ლექსები,გამონათქვამები  ქართულ ენასთან დაკავშირებით.
  4. პროექტის მიზანი: ქართული ენის სიწმინდის დაცვა ყველა ქართველისთვის აუცილებელია.  გამართული მეტყველების მნიშვნელობის გააზრება.
  5. მონაწილეთა ასაკი: V-VII-IX კლ.
  6. ვადები, ხანგრძლივობა: 2 თვე
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: 
    • მოსწავლეები კითხულობენ დიდი რაოდენობით ბეჭვდით და ელექტრონულ ტექსტებს, რათა პროზაული ნამუშევრების მეშვეობით და ინსცენირებით წარმოადგინონ თავიანთი თავი.
    • მოსწავლეები მოახდენენ შეფასებას და შეძლებენ გამართული ქართულით მეტყველებას.
    • გაიაზრებენ ქვეყნის ინტერესების,ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ საკუთრი პასუხისმგებლობას.
    • შესძლებენ კომუნიკაციას ინდივიდებთან და ჯგუფებთან.
    • შესძლებენ ტექნიკური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენებას,ინფორმაციის მოძიებას,დამუშავებას და ანალიზს.
    • ჩამოუყალიბდებათ მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. 
    მოსწავლეები  ფლირჩარტის ქაღალდზე დაიტანენ ქართული ლექსიკური ერთეულების  სწორია/მცდარია  ფორმებს. მაგალითად, ფლიფჩარტის ერთ მხარეს დაიტანენ ბარბარიზმებს, მეორე მხარეს სწორ ვარიანტებს, ანუ ქართული ენისთვის შესაფერის ვარიანტებს. ანალოგიურად გააკეთებენ ჟარგონებს. შექმნიან ელ.რესურსებს და პროექტის ვებ. გვერდს.
  8. პროექტისათვის საჭირო რესურსები: შეუძლიათ  კომპიუტერით ინტერნეტში  ინფორმაციის მოძიება, ფლიფჩარტის ფურცლები, მარკერები, სხვადასხვა მწერლების შემოქმედება. ინტერნეტრესურსი https://learningapps.org/
  9. პროექტის მსვლელობა (ძირითდი აქტივობები): IX კლასში მოსწავლეებთან   პროექტზე მუშაობის დაწყებამდე  გამოვიყენე კითხვა-პასუხის და ვიცი,მინდა ვიცოდე, რა გავიგე მეთოდ. შევეკითხები  მოსწავლეებს ,თუ როგორ სურთ ინფორმაციის მოძიება ცალ–ცალკე თუ წყვილებში,ნაცნობ მასალაზე თუ ახლის მოძიებაზე,სურთ თუ არა ინტერვიუს ჩაწერა მოსახლეობაში,ვთხოვე განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ მამათა და შვილთა ბრძოლაზე.დავადგ მოსწავლეთა საჭიროებები. ჯგუფური მუშაობის მეთოდით შევამოწმე,  თუ როგორ შეუძლიათ მოსწავლეებს ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარება,ლიდერის ფუნქციების გამოვლენა , ერთმანეთის აზრის გაზიარება და აზრის პატივისცემა.დისკუსიის მეთოდით  შეთანხმდებიან და მივლენ სწორ გადაწყვეტილებამდე,დაახარისხებენ მოძიებულ მასალას. დისკუსიით და ურთიერთშეფასებით შევამოწმებ მოსწავლეების  კრიტიკულ აზროვნებას.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საგანთშორის კავშირს დავამყარებთ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და ისტორიასთან.

    ქართ. V. 3.მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების  აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის  სამეტყველო სიტუაციებში.

    ქართ. IX. 6. მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისის შემცველი მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

  11. ქართ. IX. 7. ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
  12. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ვერა ბაკურაძე
  13. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: verakaxa@gmail.com
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: https://verabakuradze1.blogspot.com/p/blog-page_21.html

No comments:

Post a Comment